"იძულებული ვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით რეგულაციები გავამკაცროთ"

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ქვეყნის პროვინციების შესაბამის სამსახურებს საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებისა და 1-კვირიანი კარანტინის დაწესების უფლება მისცა.

„იძულებულები ვართ, რეგულაციები და ზედამხედველობა გავამკაცროთ,“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, 25 სექტემბრის მონაცემებით, ირანში კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობამ 25 000-ს გადააჭარბა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 439 882-ს მიაღწია.