პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის ინფორმაციით, პოლონეთმა 250 ერთეული Abrams-ის ტიპის ტანკის შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, აშშ-დან 28 ტანკი უკვე მიიღო. მისი თქმით, ეს არის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულების პირველი ეტაპი.
ბლაშჩაკმა გაიხსენა, რომ პოლონეთმა ცოტა ხნის წინ, აშშ-ის Abrams-ის შედარებით ძველი თაობის ტანკებიც შეუკვეთა, რომლებსაც ქვეყანა მომდევნო წელს მიიღებს.
როგორც ცნობილია, ტანკების სანაცვლოდ, პოლონეთმა უკრაინაში Т-72 ტიპის 240 ტანკი უნდა გაგზავნოს.