უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა პოლონელმა კოლეგამ ანდჯეი დუდამ უკრაინის თავდაცვისთვის პოლონეთისა და მოკავშირეების მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე განაცხადა. „მე ვაგრძელებ დიალოგს ანდჯეი დუდასთან. ვაცნობე მას ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა პოლონეთისა და მოკავშირეებისგან. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კოორდინირებულად ვმოქმედებთ ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.