საქართველოს დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს დღეს ვიზიტით ევროპარლამენტის დელეგაცია ეწვევა.

ევროპის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიზიტს დევიდ მაკალისტერი უხელმძღვანელებს.

ევროპელი კანონმდებლები საქართველოში შეხვედრებს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან გეგმავენ.

ქართველ პოლიტიკოსებისა და  ევროპელი დეპუტატების განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იქნება.