გერმანიაში აუქციონზე ქანდაკება „გაუმაძღარი პუტინი" გამოიტანეს. მიღებული თანხის გადარიცხვა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად იგეგმება. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
სკულპტურის ავტორია გერმანელი ილუსტრატორი ჟაკ ტილი. ის ცნობილია თავისი პოლიტიკურად სატირული სკულპტურებით, რომლებიც პლატფორმებს საპროტესტო და აღლუმების დროს ამშვენებს.
აუქციონში გამარჯვებული ქანდაკებას დროებით მიიღებს და სანაცვლოდ თანხას უკრაინას გადასცემს. ვინც მოქანდაკეს „გაუმაძღარი პუტინისთვის“ 20 000 ევრო მეტს შესთავაზებს, ჟაკ ტილი მას თავის სახელოსნოში მიიწვევს და ნამუშევრებს დაათვალიერებინებს.