ვიოლა ფონ კრამონი: აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, პირიქით, გვსურს თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე ვიხილოთ

ვფიქრობ, ჩვენ, ევროპარლამენტი ვართ ყველაზე მხარდამჭერი ინსტიტუცია. ჩვენ აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, არამედ პირიქით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოში პერსონალური, პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიციები ჩადო და ახლა სურს ამ ინვესტიციების დაბრუნების პროცესი იხილოს. 

„ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, ვართ თქვენი ქვეყნის, საქართველოს დიდი მეგობრები, მხარდამჭერები მოქალაქეების და მათი მისწრაფების, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. სრულად ვიზიარებთ ამას, თუმცა მანამდე არის გარკვეული კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მკაფიოდაა წარმოდგენილი მაგიდაზე. ჩვენ ყველამ ჩავდეთ ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში, პერსონალური, პოლიტიკური, ასევე ფინანსური და გვსურს, ვიხილოთ ამ ინვესტიციის დაბრუნება“, - განაცხადა კრამონმა.