"არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობის გაგებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს"

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის გამო 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობა შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში არ გახდეს ცნობილი.

მისივე თქმით, ურჩევნია სწრაფად გაიგოს, გაიმარჯვა თუ დამარცხდა არჩევნებში, ვიდრე საარჩევნო ბიულეტენების მოსვლას დაელოდოს.

“მიყვარს ტელევიზორის ყურება და „გამარჯვებული არის...“ მოსმენა, მაგრამ ამ დომხალის გამო, ეს შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ მოისმინოთ. ნაკლებად სავარაუდოა, გამარჯვებულის ვინაობა არჩევნების ღამით გაიგოთ, შესაძლოა ამას თვეები დასჭირდეს,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ფოსტით ხმის მიცემის პროცედურის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ტრამპის საარჩევნო შტაბმა ფოსტით ხმის მიცემის აკრძალვის მიზნით რამდენიმე შტატის სასამართლოში სარჩელები შეიტანა.