აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იუწყება.
„COVID-ის დადებითი შემთხვევების შესახებ, თეთრი სახლის პროტოკოლის შესაბამისად ჯო ბაიდენი იზოლირებულ მუშაობას მანამდე განაგრძობს, ვიდრე მისი ტესტები უარყოფითი არ იქნება. როგორც კი ტესტები უარყოფითი იქნება, ის საქმიანობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
თეთრი სახლი ყოველდღიურად გაავრცელებს ინფორმაციას ბაიდენის მდგომარეობის შესახებ, ვიდრე ის სრულად გამოჯანმრთელდება.
ყველას, ვისთანაც შეერთებული შტატების ლიდერი იყო კონტაქტში ბოლო ორი დღის განმავლობაში, მიაწვდიან ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენს COVID19 დაუდასტურდა.