Facebook-სა და Instagram-ზე დონალდ ტრამპის ოფიციალური გვერდები 24 საათით დაიბლოკა.
Facebook-ის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიშმა Facebook-ის პოლიტიკის ორი წესი დაარღვია.
მოგვიანებით მსგავსი ზომების მიღების შესახებ Instagram-ის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ გამოაცხადა.
Facebook-სა და Instagram-იდან ასევე წაშლილია ვიდეომიმართვა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელა. მანამდე დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით Twitter-ის ადმინისტრაციამაც დაბლოკა.