ევროპის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს, 2011 წლის შემდეგ პირველად ზრდის

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მმართველთა საბჭომ 2011 წლის შემდეგ, სამი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით პირველად გაზარდა.

„2022 წლის 27 ივლისიდან მთავარ რეფინანსირების ოპერაციებზე საპროცენტო განაკვეთი და მარჟის საკრედიტო ხაზისა და სადეპოზიტო ხაზების განაკვეთები შესაბამისად 0.5%-მდე, 0.75%-მდე და 0.00%-მდე გაიზრდება", - ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

14 ივლისს ევროკომისიამ ევროზონაში ინფლაციის პროგნოზი განაახლა, რომლის თანახმადაც ფასების მატება წლის ბოლოს ნაცვლად 6,8%-ისა, 8,3%-ითაა მოსალოდნელი, რასაც ისტორიულად მაღალ დონეს უწოდებდნენ. 3,2%-დან 4,6%-მდე გაიზარდა 2023 წლის პროგნოზიც.

ექსპერტები ევროზონაში ინფლაციის ზრდას და ECB-ის განაკვეთების მოსალოდნელ ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის ეს ენერგორესურსების, საკვებისა და ზოგადად ნედლეულის ღირებულების ზრდას უკავშირდება. გარდა ამისა, გასულ თვეში საერთაშორისო ბაზარზე ევროს კურსი 20-წლიან მინიმუმამდე დაეცა და დოლარზე იაფადაც კი ივაჭრეს, რაც რეგიონში ინფლაციის ზრდას განაპირობებს.