ინდოეთში ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტად ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენელი დრაუპადი მურმუ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დრაუპადი მურმუს ამომრჩეველთა 51%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, ორშაბათს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4500-ზე მეტმა დეპუტატმა, ხმების დათვლა კი ხუთშაბათს განხორციელდა.