უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში NATO-ს მასშტაბური წვრთნები პირველად მიმდინარეობს

შავი ზღვის ბულგარეთის აკვატორიაში NATO-ს ყოველწლიური სამხედრო სწავლება „ბრიზი“ 11 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს. 

სწავლებაში 24 სამხედრო გემი, კატერები, 5 თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და ბულგარეთის, ალბანეთის, ბელგიის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, აშშ-ს, თურქეთის, საფრანგეთის საზღვაო ძალების 1390 სამხედრო მონაწილეობს.

ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში NATO-ს ფართომასშტაბიანი პირველი სამხედრო სწავლებაა.

წვრთნების ზონებში თავისუფლად მცურავი გემსაწინააღმდეგო ნაღმების საფრთხის გამო, წვრთნების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,  მიღებულია სპეციალური ზომები.