რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ სია გააფართოვა

რუსეთის ხელისუფლებამ „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში  საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკია დაამატა.

რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქვეყნები რუსეთის ფედერაციასთან, მოქალაქეებთან და ბიზნესკომპანიებთან მიმართებით „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ.

დოკუმენტის თანახმად, ამ ქვეყნებიდან რუსეთში დიპლომატიური მისიების კონტინგენტის რაოდენობაც იზღუდება. საბერძნეთს თავის მისიაში, მხოლოდ 34 დიპლომატის დაქირავება, დანიას - 20, სლოვაკეთს კი 16 შეუძლია. სლოვენია და ხორვატია კი დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულოებში თანამშრომლებს ვერ დაიქირავებენ.

შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ „არამეგობრული ქვეყნების“ სია შეადგინა.