კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას კულტურის სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სოსო გიორგაძე სხვა უწყებაში განაგრძობს მუშაობას.
სოსო გიორგაძე წულუკიანის მოადგილე მისი იუსტიციის მინისტრობის დროსაც იყო.
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იგი 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
2019 წლის ივნისიდან 2020 წლამდე, მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, 22 ივლისს, ახალი მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი წარადგინა.