ბელარუსში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

ბელარუსის პოლიციამ დედაქალაქ მინსკში დღეს გამართული საპროტესტო აქციის დროს 10-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.

სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაარბიეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.