უკრაინული მარცვლეულის საკითხზე ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რუსული დელეგაცია სტამბოლში სპეციალური თვითმფრინავით ჩავიდა.
დელეგაციის შემადგენლობაშია რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
მარცვლეულის დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება.
დოკუმენტებს ხელი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერება.