გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, მომხმარებლებისთვს გაზის საფასურის გაზრდამ შესაძლოა, ოთხსულიანი ოჯახის ხარჯები წელიწადში დაახლოებით 200-300 ევროთი გაზარდოს, ამიტომ გერმანიის მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება.
„რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა შოლცმა.