უკრაინაში პუტინის მეგობრის, ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი ცოლის აქტივები დააპატიმრეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პრეზიდენტის მეგობრის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ ექსთავმჯდომარის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი ცოლის ოქსანა მარჩენკოს  აქტივების დაპატიმრების შესახებ განაცხადა.

დაპატიმრებული აქტივების მოცულობა $1 მილიონს შეადგენს.

ამჯერად დააკავეს კომპანიის კორპორაციული უფლებები, რომლის საწესდებო კაპიტალია 38 მილიონი უკრაინული ჰრივნა (1,2 მილიონი აშშ დოლარი), საბანკო ანგარიშზე რიცხული 1,3 მილიონი ჰრივნა (43,5 ათასი აშშ დოლარი), ორი მიწის ნაკვეთი (სამი და ხუთი ჰექტარი) და ორი სასტუმრო კომპლექსის შენობა (4,5 და 2,4 ათასი კვადრატული მეტრი). უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, ეს აქტივები რუსეთიდან იმართებოდა. კომპანიის, სახსრების, ნაკვეთებისა და ქონების სასარგებლო მფლობელები არიან რუსეთის მოქალაქე ვიქტორ მედვედჩუკი და მისი მეუღლე ოქსანა მარჩენკო.

ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, მედვედჩუკის სახლი კიევში გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ.

66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც 620 მლნ. მედვედჩუკი უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა.


12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.