მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა დარჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა.
„მე მაქვს რეგულარული კონტაქტი უკრაინის დიდ მეგობარ ბორის ჯონსონთან. ვისაუბრეთ დიდ ბრიტანეთში უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების გააქტიურებასა და სხვა მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე. მე მივიღე გარანტიები, რომ დიდი ბრიტანეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა ძლიერი და ცალსახა რჩება", - წერს ზელენსკი.
7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.