გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ლენა ბერბოკმა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერრდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გადაღებული ერთობლივი ფოტოს გამო გააკრიტიკა.
„ის რომ ამ ფოტოზეა თურქეთის პრეზიდენტი, რბილად რომ ვთქვათ გამოწვევაა“, - განაცხადა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი NATO-ს წევრია და ამასთან სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას.
შეგახსენებთ, 20 ივლისს თეირანში თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.