ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ჯანმო-მ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ვირუსის შესახებ საგანგებო კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო.
BBC-ის ცნობით, ჯანმო-ს გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ამ დროისთვის 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.