„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ზრდის გამო, ჯანმომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ჯანმო-მ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ვირუსის შესახებ საგანგებო კომიტეტის მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ მიიღო.

BBC-ის ცნობით, ჯანმო-ს გადაწყვეტილება მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსი​ს განცხადებით, ამ დროისთვის 75 ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.