თურქეთი სარკინიგზო ტრანსპორტის სისტემის შემდგომ განვითარებასა და ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზების გაფართოებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარა-იერქოი-კაისერის მარშრუტზე ჩქაროსნული სარკინიგზო მონაკვეთის გაყვანის პროექტის დაწყების ცერემონიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი 142 კილომეტრიანი ავტომაგისტრალი დედაქალაქსა და ქალაქ კაისერს შორის მგზავრობის დროს შვიდიდან ორ საათამდე შეამცირებს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ 2003 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, თურქეთში ყოველწლიურად საშუალოდ 134 კმ რკინიგზის ხაზი აშენდა. ამ პერიოდში ქვეყანაში 2 149 სარკინიგზო ლიანდაგი დაიგო.
დღეს თურქეთში სარკინიგზო ხაზების საერთო სიგრძე 12 803 კმ-ს აღწევს.