ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში ჩავიდა.
თოყაევი საუდის არაბეთში სახელმწიფოს მეთაურის მიწვევით იმყოფება.
აეროპორტში თოყაევს საუდის არაბეთის მეფის მრჩეველი, მექას პროვინციის გუბერნატორი ფეისალ ჰალიდ ბენ აბდულაზიზი დახვდა. ასევე დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საუდის არაბეთის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები.
23-24 ივლისს ყაზახეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.