შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ოდესის პორტზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა.
„აშშ მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ოდესის პორტზე დღეს. ეს გაჭირვებულ ადამიანებამდე საკვების მიტანის ძალისხმევას და გუშინ დასრულებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულების სანდოობას ძირს უთხრის“, - წერს ბლინკენი.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.