სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების სამიტის მონაწილეებმა სამედიცინო დანიშნულებისთვის $3.2 მილიონი შეაგროვეს. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ კიევში სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
„დღეს, ჩვენს სამიტზე შევაგროვეთ თანხები უკრაინელი ექიმებისა და პაციენტებისთვის. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ჩვენ შევაგროვეთ 3,2 მილიონი დოლარი და ეს არის 32 „სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა“. სიცოცხლე არ დაიკარგება იქ, სადაც მისი გადარჩენა შესაძლებელია“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ.
მან მოუწოდა მსოფლიოს, განაგრძოს უკრაინის დახმარება, მათ შორის ფინანსურად, რადგან ქვეყანას ეს ჯერ კიდევ ძალიან სჭირდება.
როგორც ცნობილია, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით, 23 ივლისს კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტი გაიმართა.