NATO-ს ქვეყნებს შორის ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ძალები პოლონეთს ეყოლება. ამის შესახებ რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.
ბლაშჩაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის არმია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერი უნდა იყოს, რომ მისი არსებობით ნებისმიერი აგრესორი შეაშინოს.
„რაც შეეხება არტილერიას, ისევე როგორც სატანკო ძალებს, ევროპაში პოლონეთზე უფრო ძლიერი სახელმწიფო არ იქნება“, - განაცხადა ბლაშჩაკმა.
„ჩვენ ვართ ფრონტის ხაზზე, გვაქვს საზღვარი რუსეთთან, როგორც ჩრდილოეთით, ასევე, ფაქტობრივად, სამხედრო თვალსაზრისით, ბელორუსიდან“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.