ქუვეითის ემირმა შეიხ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰმა ახალი მთავრობის შექმნა თავის უფროს ვაჟს, შეიხ აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედს ანდო.
განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დადგენის შემდეგ, მინისტრები დასამტკიცებლად სახელმწიფოს მეთაურს წარედგინება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო KUNA.
შეიხ აჰმედ ნავაფ ალ-აჰმედს, ქუვეითის ემირის უფროსი ვაჟს, მანამდე ვიცე-პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.