რუსეთი ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმერ ჩიჟოვის შეცვლას გეგმავს. ჩიჟოვი ბრიუსელში 17 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამის შესახებ რუსული წერს.
მედიის ცნობითვე, ჩიჟოვი შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის საბჭოში სენატორი გახდეს.
ჩიჟოვი, რომელიც 2005 წლიდან ევროკავშირში რუსეთის ელჩია, ოფიციალურად სენატორის კანდიდატად კარელიის მოქმედმა გუბერნატორმა წარადგინა.
სექტემბერში კარელიაში გუბერნატორის არჩევნები გაიმართება. თუ გუბერნატორის თანამდებობაზე არტურ პარფენჩიკოვს ხელახლა აირჩევენ, ის სამი შემოთავაზებული კანდიდატიდან ერთს ფედერაციის საბჭოში წარადგენს.
ვლადიმერ ჩიჟოვი 17 წლის განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, 2005 წლამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.