ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე რუსლან დემჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შესაბამისი განკარგულება სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე  გამოქვეყნდა.

„რუსლან დემჩენკო გათავისუფლდეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტიდან“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დემჩენკო ამ თანამდებობაზე 2020 წლის 16 ივნისს დაინიშნა. სხვა დეტალებზე უკრაინული მედია ჯერ არ წერს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობებიდან 17 ივლისს  გადააყენა გენერალური პროკურორი ირინა ბენედიქტოვა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი.