საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 534.61 მლნ ლარით (1.24%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.15%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 43.65 მლრდ ლარი შეადგინა.
მთივე ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 452.74 მლნ ლარით (2.06%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 81.87 მლნ ლარით (0.39%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.23%-ით).
"რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.74%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.40 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.77%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.61%-ით მეტი).
2022 წლის ივნისის განმავლობაში, 1.03%-ით, ანუ 229.41 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის 22.58 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ივლისისთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 51.37% შეადგინა, 2022 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.41 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.