Lufthansa-ს თანამშრომლებმა გაფიცვა დააანონსეს

Deutsche Lufthansa-ს (LHAG.DE) თანამშრომლები ოთხშაბათს ერთდღიან გაფიცვას მოაწყობენ. Reuters-ის ცნობით, გაფიცვებმა და პერსონალის დეფიციტმა უკვე აიძულა ავიაკომპანიები, მათ შორის Lufthansa, ათასობით ფრენა გაეუქმებინათ, რამაც მთავარ აეროპორტებში მრავალსაათიანი რიგები გამოიწვია.  

Lufthansa-ს სახმელეთო დანაყოფების თანამშრომლების გაფიცვა დამატებით პრობლემებს შექმნის, რადგან საუბარია ისეთ თანამშრომლებზე, რომლებსაც ეხებათ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება და ბორტზე გადაადგილება. გაფიცვა გავლენას მოახდენს გერმანიის აეროპორტებზე, მათ შორის ფრანკფურტის, დუსელდორფისა და ბერლინის ჩათვლით.

ფროფკავშირებმა გასულ თვეს მოითხოვეს ხელფასების 9,5%-ით გაზრდა დაახლოებით 20,000 მუშაკისთვის, რადგან ინფლაციამ იკლო და აეროპორტები პერსონალის დეფიციტის გამო გადატვირთულია.

Lufthansa თავის მხრივ, თავისი პირობები წარმოადგინა, რასაც პროფესიული კავშირი არ დაეთანხმა. 

ხელფასების შესახებ მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. მესამე რაუნდი 3 და 4 აგვისტოს არის დაგეგმილი.