გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია

პირველი სამი გერმანული წარმოების Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

„პირველი სამი Gepard-ი დღეს ოფიციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან. ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნაც შედის. დღეიდან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში არიან", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

კითხვას, მიიღებს თუ არა უკრაინა გერმანულ ტანკებს, მინისტრმა უპასუხა: „იმედი მაქვს. დიდი ალბათობით, ჩვენ დავიწყებთ ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნიდან, რომელსაც აქვს ლეოპარდის ტანკები და მზად არის, გადმოგვცეს ისინი“.

მინისტრის თქმით, საუბარია არამხოლოდ ლეოპარდის ტანკებზე. მოლაპარაკებები ასევე შეეხება Abrams MBT-ებს და სხვა მოდელებს.

რეზნიკოვის თქმით, უკვე გაფორმებულია შეთანხმებები, რომლებიც უკრაინელი სამხედროების მიერ უცხო მიწაზე საწვრთნელი მოედნების გამოყენებას გულისხმობს.  

ინფორმაციისთვის, Gepard (Flugabwehrkanonenpanzer Gepard) არის გერმანული საზენიტო თვითმავალი საარტილერიო ინსტალაცია, რომელიც Krauss-Maffei-ს მიერ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით არის წარმოებული. განკუთვნილია ვერტმფრენებისა და საბრძოლო თვითმფრინავების თავდასხმისგან ჯავშანტექნიკის და სტაციონარული ობიექტების დასაცავად. მუშაობენ ნებისმიერი ამინდის პირობებში და მტრის ინტენსიური ელექტრონული ომის პირობებში.