„ევროვიზია 2023“ უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება. შოუს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ კონკურსი გამარჯვებულ ქვეყანაში, უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ვერ გაიმართება. წელს დიდი ბრიტანეთი მეორე ადგილზე გავიდა, ამიტომ მოლაპარაკებები BBC-სთან დაიწყო.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქალაქი აირჩევა მასპინძლად, გლაზგომ და მანჩესტერმა ინტერესი უკვე გამოხატეს.
„ვწუხვარ, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ვერ მოხერხდა ღონისძიების მასპინძლობა უკრაინაში. დიდი ბრიტანეთი ასახავს უკრაინის ბოლო გამარჯვებას ევროვიზიაზე და უკრაინის შემოქმედებითობას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანმა ნადინ დორისმა.
ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი ჩაატარებს ფანტასტიკურ კონკურსს უკრაინელი მეგობრების სახელით.