საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გარემოცვის, (ოლიგარქების) იმ ქონების წარმომავლობის შესწავლა დაიწყო, რომელიც საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
Le Parisien-ის ცნობით, გამოძიება ეხება ფულის გათეთრების შესაძლო შემთხვევებს, კორუფციულ გარიგებებს, საბიუჯეტო თანხის მოპარვას და საგადასახადო კანონმდებლობის უხეშ დარღვევებს.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის ფინანსური პროკურატურის ცენტრალური ოფისის კვლევაში სერიოზული ფინანსური დანაშაულები გამოიკვეთა.
Le Parisien-ის წყაროს ცნობით, გამოძიებით უნდა დადგინდეს, პუტინის გარემოცვამ (ოლიგარქებმა) რა გზებით მოიპოვა საფრანგეთში კუთვნილი მნიშვნელოვანი აქტივები.