უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ბრიტანეთმა უკრაინას 6 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Stormer HVM გადასცა. საჰაერო თავდაცვის სისტემები უკვე უკრაინაშია.
Stormer HVM – ეს არის ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი, რომელსაც რაკეტებისთვის განკუთვნილი 8 კონტეინერი აქვს და რომელსაც ბრიტანეთის არმია 1997 წლიდან იყენებს.
Stormer-ი დაბალ სიმაღლეზე მყოფი ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების გასანადგურებლადაა შექმნილი, მის სახურავზე კი განთავსებულია გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც განსაზღვრავს საჰაერო საფრთხეს, მტრის სამიზნეებსა და პრიორიტეტებს.
კომპლექსის სიჩქარე საათში 80 კილომეტრია და მას 3 კაციანი ეკიპაჟი სჭირდება.