გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ ქნირშსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, „გერმანიის ელჩმა სიხარულით მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველო უკვე შეუდგა ევროკომისიის მიერ გათვალისწინებული 12 პუნქტის განხორციელებას“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა შესანიშნავ გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას. საუბრისას გამოითქვა მტკიცე რწმენა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე მაღალ დონეზე გაგრძელდება. გერმანიის ელჩმა სიხარულით მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველო უკვე შეუდგა ევროკომისიის მიერ გათვალისწინებული 12 პუნქტის განხორციელებას“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა 25 ივლისს გამართა.
ჰუბერტ ქნირში, საქართველოში ელჩად 2018 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა.
გაეცანით ჰუბერტ ქნირშის ექსკლუზიურ ინტერვიუს Europetime-თან.