პარლამენტის თავჯმდომარე შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო დაკავებაზე საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნულ გამოწვევას გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლით და დაკავებულების გამოსახსნელად მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით შეიძლება, გაეცეს პასუხი.
„საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც პატრიოტულად უყურებენ ამ საკითხს ნდობა უნდა გამოუცხადონ იმ სამსახურებს, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებული და ჩვენ უნდა ვენდოთ და ისინი ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე, რომ უკანონო პატიმრები გათავისუფლდნენ. რაც უფრო მეტად ხდება აჟიტირება ამ საქმის, არაფერი გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დამატებითი მღელვარების შემოტანის მცდელობა ხდება, ამას არ მოაქვს. საქართველო არის სახელმწიფო, სახელმწიფოს ჰყავს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ასეთ დროს საკმაოდ პროფესიონალურადაც მუშაობენ და შესაბამის შედეგსაც აღწევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის ქრისტინე თაკალანძე, 20 ივლისს დააკავეს.
აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, „საგამოძიებო განყოფილებამ სამხედრო პროკურორის თანხმობით, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯაშუშობის მუხლით“.