საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთსა და საფრანგეთს ეწვევა. იტყობინება საუდის არაბეთის სააგენტო (SPA). მისი ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა 18-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ვიზიტის ზუსტი თარიღი ინფორმაციაში არ არის მითითებული.
პრინცი ბოლოს საფრანგეთში 2018 წლის აპრილში იმყოფებოდა, სადაც საფრანგეთის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.