დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში კიდევ 25 დამცველის ცხედარი დააბრუნეს.
„მორიგი ოპერაცია ჩატარდა. უკრაინამ კიდევ 25 დამცველის ცხედარი დააბრუნა", - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.
ოპერაცია განსაკუთრებულ ვითარებაში პირთა გაუჩინარების საკითხებში უკრაინის კომისარ ოლეჰ კოტენკოსთან და უკრაინის სხვა სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნის ქოლ-ცენტრმა 7200 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაარეგისტრირა. ამის შესახებ განსაკუთრებულ ვითარებაში პირთა გაუჩინარების საკითხებში უკრაინის კომისარმა ოლეჰ კოტენკომ 11 ივლისს განაცხადა. მისი თქმით, დაკარგული ჯარისკაცების უმეტესობა ცოცხალია და ტყვეობაში იმყოფება. კერძოდ, ესენი არიან 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლები.