უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა პეტიცია, რომლის მიხედვით, მოქალაქეები უკრაინის პრემიერ-მინისტრად ბორის ჯონსონის დანიშვნას ითხოვენ.
„გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, - აღნიშნულია ტექსტში.
შეგახსენებთ, ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს.