"ჩინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს ჩინეთში შესვლის უფლება, რათა მათ შეძლონ კორონავირუსის წარმოშობის შესწავლა."- განაცხადა ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა, პრესკონფერენციაზე, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ექვს იანვარს, ჯანმოს– ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის ”ძალიან იმედგაცრუებული” იყო, რომ ჩინეთმა ჯერ კიდევ არ მისცა უფლება საერთაშორისო კორონავირუსის ექსპერტთა გუნდს, ჩინეთში შესვლის უფლება. "ვიმედოვნებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის ჩინეთში გამგზავრებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა დაუყოვნებლად მოხდება”, - თქვა პეინმა.
ახალი კორონავირუსი პირველად გაჩნდა ჩინეთის ცენტრალურ ქალაქში, უხანში, 2019 წლის ბოლოს. მას შემდეგ იგი გავრცელდა გლობალურად, რის შედეგადაც დაინფიცირდა 86 მილიონზე მეტი ადამიანი და დაიღუპა 1,8 მილიონი ადამიანი.