მეთიუ ბრაიზა: ამერიკის დემოკრატიული სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მან გაუძლო არაკეთილსინდიერ პრეზიდენტს და მის მიერ წახალისებულ კრიმინალებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებს.

ამერიკელი დიპლომატი მომხდარს გადატრიალების მცდელობად აფასებს, ტრამპს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ მოქმედი პრეზიდენტის რეპუტაცია მისმა კრიმინალურმა ქმედებებმა გაანადგურა.

მეთიუ ბრაიზა უოტერგეიტთან ავლებს პარალელს.

"პირველი, რაც უნდა ვთქვათ არის ის, რომ კრიზისი დასრულდა. სულ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ "არჩევნები მოჰპარეს, თუმცა მას ყველაზე კარგი პერიოდი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტობის ისტორიაში".

მან ასევე თქვა, რომ 20 იანვარს მშვიდობიანად გადააბარებს ძალაუფლებას.

რამდენიმე წუთით ადრე კონგრესმა დაამოწმა, რომ არჩევნებმა ჩაიარა ყველა წესის დაცვით.

გუშინდელი მოვლენები ემსახურებდა სწორედ იმას, რომ ეს პროცესი შეეფერხებინათ, ტრამპა კი ამის პარალელურად მოუწოდა საკუთარ ამომრჩევლებს, მისულიყვნენ კაპიტოლიუმის შენობასთან და გამოეყენებითან ძალა.

პრეზიდენტმა ტრამპმა სასამართლოში ვერ წარადგინა ერთი მტკიცებულებაც კი, რომ არჩევნები იყო გაყალბდა.

ამის მიუხედავად, მის ამომრჩევლებს ტრამპის სჯერათ. სწორედ ამიტომ, იმ ხალხს, ვინც გუშინ აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრა, სჯერა, რომ არჩევნები ნამდვილად გაყალბდა. აშშ-ის ისტორიაშია მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს არის ყველაზე სერიოზული სკანდალი, უოტერგეიტის შემდეგ, რომელიც რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობისას, 70-იან წლებში მოხდა.

კაპიტოლიუმი არასდროს ყოფილა მსგავსი იერიშის სამიზნე მოქალაქეების მხრიდან, 1882 წელს ბრიტანეთ-ამერიკის ომის დროს ბრიტანელებმა დაწვეს თეთრი სახლი, მაგრამ აშშ-ის მოქალაქეებს ეს არასდროს გაუკეთებიათ და არც კაპიტოლიუმში შეჭრილან.

პრეზიდენტმა ტრამპა დაარწმუნა და წაახალისა ხალხი, რომ ძალა გამოეყენებინათ და ჯო ბაიდენის პრეზიდენტობა დაემხოთ.

ეს გადატრიალების მცდელობაა, რაც, რა თქმა უნდა, არაკანონიერია. ეს ხომ ამბოხებისკენ მოწოდებაა - ძალიან მძიმე დანაშაულია აშშ-ში, ეს ღალატია, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ის სიკვდილით ისჯება. სიტუაცია საკმაოდ სახიფათო გახდა გუშინ, თუმცა აშშ-ის დემოკრატიული სისტემა იმდენად ძლიერია, რომ მან თავისი საქმე გააკეთა მაშინაც კი, როდესაც ქვეყანას მართავს არაკეთილსინდისიერი პრეზიდენტი, მცდარი წარმოდგენის, რომელსაც შესაძლოა თვითონაც კი სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, როცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

მაშინაც კი თუ ის დაარწმუნებს ხალხს, რომ გამოიყენოს ძალა, რათა შეაჩერონ არჩევნების შედეგების გაფორმება, რომელიც მას არ მოსწონს, ამერიკის სასამართლო სისტემა და კონგრესი, ასევე სახელმწიფო მოხელეები არიან იმდენად ძლიერნი, რომ სისტემა არ ჩამოიშლება და პრეზიდენტი უბრალოდ წააგებს.

პრეზიდენტი ტრამპი დგას სერიოზული პრობლემის წინაშე, მისი პოლიტიკური კარიერა არის ძალიან დაზიანებული. როდესაც ის დატოვებს ოფისს 20 იანვარს და დაიწყებს ახალ კარიერას, იქნება ეს ახალი პარტიის ჩამოყალიბება, თუ უბრალოდ პოლიტიკური თოქშოუს წამყვანობა, მე ვფიქრობ, რომ მან საკუთარი კრიმინალური ქმედებებით უკვე გაანადგურა საკუთარი რეპუტაცია. მე მადლიერი ვარ რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ უძლებს ამ ყველაფერს", - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

"მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.