რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები 5 აგვისტოს სოჭში, საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ, მათ შორის, ვითარებას უკრაინაში. ამის შესახებ ანკარში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, ალექსეი ეპხოვმა განაცხადა.
„სალაპარაკო თემებს თავად პრეზიდენტები განსაზღვრავენ... როგორც წესი, მაღალი დონის მოლაპარაკებებზე რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის თემების ფართო სპექტრი განიხილება. ესაა საერთაშორისო საკითხები და რეგიონული პრობლემატიკა. როგორც წესი, განხილვის თემა იქნება უკრაინა და ვითარება შავი ზღვის რეგიონში. ასევე, სირია და ორივე მხარისთვის საინტერესო სხვა თემები“, - განაცხადა ეპხოვმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მხარეებს აინტერესებთ, ესაა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. „ეს ურთიერთობა საკმაოდ წარმატებულად ვითარდება“, - განაცხადა ეფხოვმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 5 აგვისტოს, სოჭშია დაგეგმილი.