ფილიპინები სანქციების საფრთხის გამო, რუსულ ვერტმფრენებს აღარ ყიდულობს

ფილიპინების მთავრობამ, აშშ-ის შესაძლო სანქციების შიშის გამო 16 რუსული Mi-17-ის ვერტმფრენების შესყიდვაზე უარი თქვა. 

ფილიპინების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დელფინ ლორენზანამ მედიას განუცხადა, რომ პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ვადის დასრულებამდე 30 ივნისს, რუსეთთან დადებული ვერტმფრენების შესყიდვის ხელშეკრულება გააუქმა. 

„ჩვენ შესაძლოა შევჯახებოდით სანქციებს”, - განაცხადა ლორენზანამ.