საჯარო ფეისბუქ გვერდებზე Like ღილაკი გაუქმდება. ამის შესახებ კომპანია Facebook Inc-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
Facebook Inc რომელიც აერთიანებს, Instagram-ს, facebook-ს, whatsapp-ს და სხვა სოცქსელებს, facebook-ის მომხმარებელს სიახლეებს სთავაზობს.
"ჩვენ ვშლით Like-ის ღილაკს და უფრო მეტ დროს დავუთმობთ გამომწერებს, რომ ადამიანებს ფავორიტ ფეისბუქგვერდებთან კავშირი გავუმარტივოთ. ფეისბუქგვერდებს მომწონებელთა ნაცვლად, მხოლოდ გამომწერები ეყოლება. მათთვის ასევე შეიქმნება სპეციალური სიახლეების ველი, სადაც ფეიჯები გამომწერებთან და გულშემატკივრებთან ინტერაქციას შეძლებენ. გვერდების სიახლეების ახალ დიზაინში გამომწერები მარტივად მიიღებენ მათთვის საინტერესო სიახლეებს და ინფორმაციას. ცვლილებები შეეხება ისეთ ფეისბუქგვერდებს, როგორებიცაა ცნობილი ფიგურების, ბრენდების, ხელოვანების ოფიციალური გვერდები. განახლებული განლაგება უფრო მარტივი და ინტერაქტიული იქნება”, - აღნიშნავენ კომპანიაში.