თურქეთი, ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან ხელშეკრულებების გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა.
„ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი. ჩვენ ვაპირებთ მათთან ახალი ვადით კონტრაქტების გაგრძელებას. ჩვენი მიზანია ენერგომატარებლებზე საკუთარი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა“,- განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.