პოლ გობლი: ტრამპმა ძირი გამოუთხარა თავის მომავალ როლს ამერიკულ პოლიტიკაში, მას რესპუბლიკელების ჩათვლით ყველა ზურგს შეაქცევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლის პოლ გობლის შეფასებით, დონალდ ტრამპმა ძირი გამოუთხარა თავის მომავალ როლს ამერიკულ პოლიტიკაში და რესპუბლიკელების ჩათვლით, მას ყველა ზურგს შეაქცევს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩევლი კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებს.

"როგორც ამერიკელი ძალიან გაოგნებული და გაბრაზებული ვარ, რომ ტრამპის მიერ წაქეზებულმა ჯგუფმა ხელოვნურად მოაწყო აჯანყება და სცადა დემოკრატიის დამხობა. ამავდროულად, ძალიან ამაყი ვარ, რომ სენატორებმა და ხალხმა კონგრესში, ზედმიწევნით შეასრულეს საკუთარი მოვალეობა და ჯო ბაიდენი პრეზიდენტად აღიარეს.

ტრამპი უნდა იყოს იმპიჩმენტის წესით გადაყენებული, მაგრამ დროის ფაქტორის გამო ეს ნაკლებად სავარაუდოა. ფიქრობ, ტრამპმა ძირი გამოუთხარა თავის მომავალ როლს ამერიკულ პოლიტიკაში. შედარებით მცირე ჯგუფი ისევ დაუჭერს მხარს მის რასისტულ, ქსენოფობიურ და აშკარა ანტიდემოკრატიულ „ტვიტებს“, მაგრამ უფრო პასუხისმგებლიანი ლიდერები რესპუბლიკური პარტიის ჩათვლით, ახლა ზურგს შეაქცევენ მას, მის მხარდამჭერებს და ხმას ამოიღებენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის რეალურად წარმოადგენს.

ბევრს ავიწყდება, რომ დემოკრატიის მთავარი ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში არის ის, რაც დემოკრატიისათვის დასაშვებია და მოითხოვს კიდეც მის სადავეებში მყოფი ხალხის ცვლილებას. ინსტიტუციურ დემოკრატიებში ეს თითქმის ყოველთვის ხდება მშვიდობიანად. თუმცა გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ასეთ დროსაც კი არის საშიშროება. ოლიგარქია წარმოადგენს საშიშროებას დემოკრატიისათვის, მაგრამ ის არ არის მთავარი საფრთხე", - განუცხადა პოლ გობლმა Europetime- ს.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა

"მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების ორგანიზებული გადაცემა მოხდება"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.