კომპანია Baykar უკრაინის არმიას უფასოდ გადასცემს Bayraktar TB2 თვითმფრინავს, რომლის შესყიდვისთვის თანხები პოლონეთში შეგროვდა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„გულწრფელად მადლობას ვუხდით ყველა პოლონელს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან აქციას. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ასობით ათასი პოლონელი მონაწილეობდა ამ კამპანიაში.
უკრაინელებს გადავცემთ Bayraktar TB2 დრონს, რათა მათ მაქსიმალურად დაიცვან სამშობლო. ჩვენ დავაკვირდებით უკრაინული საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ შეგროვებული თანხების მიმართულებებს, რაც უკრაინის გაძლიერებას ემსახურება“, - ნათქვამია Baykar-ის დირექტორთა საბჭოს წერილში.