სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.5%-ით განისაზღვრა.
2022 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
- ტრანსპორტი და დასაწყობება;
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია;
- სასტუმროები და რესტორნები;
- სამთომოპოვებითი მრეწველობა;
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, მშენებლობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის დარგებში.